არსებობს ვიდეო ჩანაწერები, წარმოადგინონ. ადამიანი როცა შუბლის ძარღვს გაიწყვეტს, მათთვის ცხოვრება ადვილია, ამათთვისაც ცხოვრება ადვილია და ყველაფერს აკეთებენ. ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს, რასაც დაუწერენ, ის უნდა ილაპარაკონ, მაგრამ ამის ნიჭიც არ აქვთ, რომ თანმიმდევრობით ილაპარაკონ ის ტყუილები, რასაც უწერენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.
მან სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და მედიასთან განაცხადა, რომ ის სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ენდობა.
„რომელი ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაზეა საუბარი ან რომელ დაზარალებულად ცნობაზე, როცა გუშინ ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმეს. მე ამ სასამართლოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნდობა დიდი ხანია არა მაქვს. ახლა ეს ადამიანები ერთი და იმავე დაზეპირებულ ჩვენებებს მისცემენ, ამასაც ვერ აკეთებენ კარგად, წინა სასამართლო სხდომაზე ირაკლი ნადირაძეს განუმარტეს და თქვეს, რომ 50-მდე ადამიანი უშლიდა ხელს საქმიანობაში და მხოლოდ მე და ნადირაძე დაგვაკავეს. ყველაფერი ნათელია. არავითარი 50-მდე ადამიანი მათ ხელს არ უშლიდა, ისინი იქცეოდნენ არა როგორც პოლიციელები, არამედ როგორც მოძალადე დამსჯელი რაზმის წევრები. არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ. ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი დასრულდება. რა კითხვა უნდა დავუსვა ამ ადამიანებს, როცა წინასწარი დაკავების იზოლატორში ოქმი მომიტანეს, რომელზეც ეწერა, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფას ვაყენებდი. არსებობს ვიდეო ჩანაწერები, წარმოადგინონ. ადამიანი როცა შუბლის ძარღვს გაიწყვეტს მაგათთვის ცხოვრება ადვილია, ამათთვის ცხოვრება ადვილია და ყველაფერს აკეთებენ. ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს, ამათ რასაც დაუწერენ, ის უნდა ილაპარაკონ, მაგრამ ამის ნიჭიც არ აქვთ, რომ თანმიმდევრობით ილაპარაკონ ის ტყუილები, რასაც უწერენ,“ – განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.
ირაკლი ეძგვერაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელიაძის განცხადებით კი, ჩხრეკის შედეგად არავითარი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ არის ამოღებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა დოკუმენტი, ჩხრეკის ოქმი – თურმე ჩხრეკის მომენტში ამ ადამიანების არავითარი ნივთიერება არ აღმოაჩნდათ, თურმე სასამართლო განჩინებით კი არა ვიღაცის დადგენილებით მიმდინარეობდა ჩხრეკა, აქვე ჩნდება ეჭვი, თუ ეს ყველაფერი არ იყო პროვოკაცია ირაკლი ეძგვერაძის მიმართ. ან ეს ადამიები არიან მიკერძოებულები, რომ რაიმე პროვოკაცია მოეწყოთ, არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. ჩვენ წარმოვადგინეთ ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობენ ირაკლი ეძგვერაძეზე და ვინც იძალადა, ის პირი დღეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არის დაბარებული. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურ ვალდებულება ჰქონდათ დაეწყოთ გამოძიება, ირაკლი ეძგვერაძეს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი და არ მისცემენ, რადგან ეს ყველაფერი მათ მიერაა დაგეგმილი,“- განაცხადა ლაშა ტყეშელიაძე.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით 4 სექტემბერს დააკავა. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ირაკლი ნადირაძე იმავე ღამეს გაათავისუფლეს. 6 სექტემბერს კი თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.