ვიაჩესლავ ვოლოდინი – უკრაინის შეიარაღებული ძალების საფარქვეშ, ფაქტობრივად, ნატო იბრძვის

ნატო ში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე გახდა, – ამის შესახებ ს სახელმწიფო დუმის პრესსპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი Telegram-ის არხზე წერს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საფარქვეშ, ფაქტობრივად, ნატო იბრძვის. მანამდე იყვნენ მრჩევლები და ინსტრუქტორები, ახლა არიან დაქირავებულები და მთელი ქვედანაყოფები, რომლებიც იყენებენ ნატო-ს იარაღს. ისინი განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის რომელ ქალაქებზე უნდა მოხდეს თავდასხმა, კოორდინაციას უწევენ სამხედრო მოქმედებებს და გასცემენ ბრძანებებს“, – აღნიშნა ვოლოდინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების განხორციელების საკითხის განხილვით, , გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ცდილობენ საკუთარ თავს აგრესიული აქტების განხორციელების უფლება მისცენ.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა საბრძოლო მოქმედებებში მათი უშუალო მონაწილეობის შენიღბვისა და დამალვის მცდელობა“, – აღნიშნა ვოლოდინმა.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნები განიხილავენ არა მხოლოდ ს მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას, არამედ წყვეტენ, ჩაერთონ თუ არა უშუალოდ უკრაინის კონფლიქტში.