„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა, ამავე პერიოდში ქვეყანაში 22 265 ადამიანი გარდაიცვალა

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი.
სტატისტიკის თანახმადვე, 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621).
რაც შეეხება ქორწინებისა და განქორწინების მაჩვენებელს, 2024 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა