“ვამაყობთ ჯადოქარი კიტეიშვილით” – საქართველოში ავსტრიის საელჩო

საქართველოში ავსტრიის საელჩომ ჩვენს ნაკრებს ერთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა:
„ვულოცავთ საქართველოს ეროვნული ნაკრები-სა და მის ყველა გულშემატკივარს ერთა ლიგის ფარგლებში ზედიზედ მეორე ბრწყინვალე გამარჯვებას!
განსაკუთრებით ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, ავსტრიული ეროვნული ჩემპიონი კლუბის, გრაცის „შტურმის“ ქართველი „ჯადოქარი ნახევარმცველით“ და 2023/2024 წლის სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელით, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. წარმატებები სამომავლო შეხვედრებში!“