“მილანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი დიდი ალბათობით, “ალ ნასრს” გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აქამდე პიოლი შეთავაზებებს ევროპული კლუბებიდან ელოდებოდა, რის გამოც “ალ იტიჰადი” უარით გაისტუმრა, არაბული კლუბი პიოლის ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს სთავაზობდა.
“ალ ნასრი” თავის ამჟამინდელ მწვრთნელს ლუის კასტროს მალე თანამდებობიდან გაათავისუფლებს და გუნდს პიოლი უთავკაცებს.
შეგახსენებთ, სტეფანო 2022 წლის შემდეგ უმუშევარია, იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით “როსონერიმ” 2021 წელს, სკუდეტო 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.