სპეცრაზმის მიერ ნაცემი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. დღეს მან ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
მას სასამართლო ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
საქმე ეხება 17 აპრილს გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას, როდესაც ალეკო ელისაშვილი პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და რუსთაველის ტერიტორიიდან გაიყვანეს. მოგვიანებით, პოლიტიკოსმა თქვა, რომ დაკავებისას რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა, რის შედეგადაც ნეკნის მოტეხილობა და სახის არეში დაზიანებები ჰქონდა.
“პირდაპირ ეთერში, კამერების წინ 20 პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა და არცერთი მათგანი იდენტიფიცირებული არ არის, არცერთი მათგანის წინააღმდეგ ბრალი არ არის წარდგენილი, დაკავებაზე ხომ აღარაფერს ვლაპარაკობ და აქეთ დამაჯარიმეს – უმისამართოდ იგინებოდი კანცელარიასთანო და 2 000 ლარით დამაჯარიმეს.
რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს, რომ მურუსიძის დუქანში რამე სამართალს ვიპოვით, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურობაზე ვინმე რომ არ მოგვედავოს, ამას ვასაჩივრებ, რა თქმა უნდა და არანაირად არ ვეთანხმები. ჯერ ერთი, ძალიან მისამართიანად ვიგინებოდი და მერე მეორე – ჩემი გინება 2 000 ლარი ღირს და ისინი რომ მირტყამდნენ, პარლამენტის წევრს, იმუნიტეტი რომ მიცავს, ეს არაფერში არ ითვლება?”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.