თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ სხვადასხვა მიმართულებით 398 ვაკანსია აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის. მათ შორის არის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია. ხელფასების ოდენობა 1000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. მართლაც გვიჭირს დიდ მანქანებზე, სპეცტექნიკაზე, მძღოლების პრობლემაა და ამ მიმართულებით, 400-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს შეუძლიათ, განცხადება გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] ან დარეკოთ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50.