ნიუ-იორკში კაცმა 4 ნათესავი მოკლა | დაჭრილია ორი პოლიციელი

ნიუ-იორკში, ქუინსის სამხრეთ ნაწილში, კაცი ბიძაშვილების სახლში შეიჭრა და 4 ნათესავი მოკლა, მათ შორის 2 ბავშვია. ცნობილი ხდება, რომ 5 კი კრიტიკულად დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ
სახლიდან გამოსვლის შემდეგ მან შენობას ცეცხლიც წაუკიდა. პოლიციამ დაადასტურა, სახანძრო სამსახურში ახალგაზრდა ქალმა დარეკა, რომელმაც თქვა, რომ “მისი ბიძაშვილი ოჯახის წევრებს კლავდა”.
მეხანძრეების ინფორმაციით, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში ორი პოლიციელი გადაიყვანეს, ისინი თავდამსხმელმა დაჭრა. ცნობილია, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ცეცხლის გახსნა შეძლო – თავდამსხმელი კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა.