ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული გემი დაამატა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული ხომალდი დაამატა, – ინფორმაციას რუსული მედია გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული გემები, „ჩართულები არიან იმ საქმიანობაში, რომლის მიზანია უკრაინის დესტაბილიზაცია“ და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ლონდონში აცხადებენ, რომ გემებს რუსული წარმოშობის ნავთობი და ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყნებში გადააქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე