ერთა ლიგის მეორე ტურში, B ლიგის 1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები 6 ქულით ლიდერია, ჩეხეთმა სახლში უკრაინას 3:2 მოუგო.
დუბლი „პლზენის“ ნახევარმცველმა პაველ შულცმა შეასრულა. ჩეხეთმა პირველი სამი ქულა მოიპოვა, უკრაინამ კი მეორე შეხვედრაც წააგო.
ჯგუფში მომდევნო ტური 11 ოქტომბერს ჩატარდება – ჩეხეთი ალბანეთს, უკრაინა კი საქართველოს დაუპირისპირდება.
ჩეხეთი – უკრაინა 3:2
გოლები: 1:0 შულცი (21), 1:1 ვანატი (37), 2:1 შულცი (45+2), 3:1 სოუჩეკი (80, პენ), 3:2 სუდაკოვი (84)