ლაშა ტყეშელაძე – ევროკავშირის 14-მილიარდიანი დახმარება, უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, ამ ყველაფერს წინ ეღობება ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ

ევროკავშირის 14- მილიარდიანი დახმარება, უვიზო მიმოსვლა -თან, ამ ყველაფერს წინ ეღობება ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ის სიკეთეები, რომელიც მოდის დასავლეთიდან,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 14 მილიარდიანი დახმარება მოხმარდება საქართველოს მოქალაქეებს.
„26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი. ამის შემდეგ ჩვენ შევქმნით ევროკავშირის დახმარებით და ევროკავშირის სტანდარტით ანტიკორუფციულ ბიუროს, ამის შემდეგ აშშ-თან გვექნება უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირიდან პირდაპირი გრანტის საშუალებით გამოგვეყოფა 14 მილიარდიანი დახმარება, რომელიც მოხმარდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ამ ყველაფერში ხელს გვიშლის ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ ისინი”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი