გარდაიცვალა მსახიობი ჯეიმს ერლ ჯონსი, რომელიც დართ ვეიდერსა და მუფასას ახმოვანებდა

გარდაიცვალა მსახიობი ჯეიმს ერლ ჯონსი, რომელიც „ვარსკვლავურ ომებში“ დართ ვეიდერს ახმოვანებდა.
Variety-ს ინფორმაციით, მსახიობი ნიუ-იორკის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის 93 წლის იყო.
თითქმის 60-წლიანი კარიერის განმავლობაში ჯონსმა ათობით ფილმში ითამაშა. ის ასევე ახმოვანებდა მუფასას მულტფილმში „მეფე ლომი“. ჯონსი სამი „ტონის“, ორი „ემის“ და ერთი „გრემის“ მფლობელია. 2011 წელს მან მიიღო საპატიო „ოსკარი“ კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ