სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„10 სექტემბერს ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება. ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის აკადემიური წრის წარმომადგენლებს, მომავალ ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულებს და ყველა იმ პირს, რომელიც ენერგეტიკის სექტორს გულშემატკივრობს, ენერგეტიკოსის დღეს ვულოცავ!
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისათვის. ენერგეტიკოსების დაუღალავი შრომის შედეგია არაერთი მიღწევა და წარმატება, რომლებმაც სექტორს მისცა განვითარების შესაძლებლობა.
მარეგულირებელ კომისიას, სემეკს, ენერგეტიკის სექტორის მდგრად განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, გამორჩეულად მინდა მივულოცო ენერგეტიკოსის დღე სემეკის თანამშრომლებს. თავდაუზოგავი შრომისათვის თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი და წარმატებულ, ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებ“, – აცხადებს დავით ნარმანია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ