პაატა მანჯგალაძე – ხელისუფლების სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, თითოეული მოქალაქე მიიღებს ევროკავშირის პასპორტს

მაშინ, როცა ხელისუფლების დამსახურებით სასწორზე დადგა ჩვენი ევროპული მომავალი, ხელისუფლება საუბრობს, რომ მათი ამოცანა არა ხალხის დასაქმება, არამედ ევროპის გათავისუფლებაა მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე შეფასებით, მთავრობა, რომლის მმართველობის პერიოდშიც 1 მილიონმა ქართველმა ქვეყანა დატოვა, აღნიშნულ თემებზე არ უნდა საუბრობდეს.
“მაშინ, როცა ხელისუფლების დამსახურებით სასწორზე დადგა ჩვენი ევროპული მომავალი და ის 14 – მილიარდიანი დახმარება, რომელიც საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, ხელისუფლება საუბრობს, რომ თურმე მათი ამოცანაა, არა ხალხის დასაქმება და ქართველი ემიგრანტების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, არამედ ევროპის გათავისუფლება მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან.
როგორ შეიძლება, ამას საუბრობდეს ხელისუფალი, რომლის მმართველობის პერიოდში 1 მილიონი ქართველი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
ხელისუფლების ეს სიგიჟეები და მავნებლობები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე მიიღებს ევროკავშირის პასპორტს და იმ სიკეთეებს, რასაც 14 მილიარდი ევრო მოუტანს საქართველოს” , – განაცხადა მანჯგალაძემ.