ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტმა დაახლოებით 150 შიდა და გარე ფრენა დიდთოვლობის გამო გააუქმა.
ჰოლანდიურმა ავიაკომპანიამ KLM, რომელიც აეროპორტის მთავარი მომხმარებელია, ჰოლანდიურ საინფორმაციო სააგენტო ANP-ს განუცხადა, რომ შუადღისას და საღამოს 65 ევროპული ფრენაა გაუქმებული.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში დიდთოვლობის გამო შეჩერებულია ფრენები და სარკინიგზო მიმოსვლა.