პრემიერი – არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც არაფერი აქვთ სათქმელი და კამპანიებს ვერ ატარებენ – ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები

საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი, ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ – ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული „პოლიტიკური ძალები“ საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ.
„საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი. ვერაფერს ამბობენ და კამპანიებს ვერ ატარებენ. ხან კულინარიული შოუ აქვთ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები. მაგრამ რეალურად, საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო კამპანიას ქვეყნის გარეთ მართავენ, რაც ძალიან სამწუხაროა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ამისათვის მათ პლატფორმებს სთავაზობენ. თუმცა ასეთი აქტები, რეალურად გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ამომრჩევლის ნებაზე, რომელიც გამოიხატება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც