იენს სტოლტენბერგი – უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს

უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ ჩვენს საკუთარ ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაძლოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „ცუდი ამბებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, ხოლო მოკავშირეებმა უკრაინისთვის დახმარებაზე უარი არ უნდა თქვან.
„ჩვენ ასევე ცუდი ამბებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ომის მსვლელობა არა მუდმივი, არამედ ცვალებადი პროცესია. უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს. ახლანდელი ომი – დაღლამდე ომია, ეფექტიანობისთვის ბრძოლაა, ლოგისტიკისთვის ბრძოლაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება