ირანმა უარყო ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემა – „არასდროს არ ყოფილა კონფლიქტის ნაწილი“

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა უარყო ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის გადაცემა, – ამის შესახებ მან IRNA-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები უსაფუძვლოა.

„როგორც არაერთხელ აღინიშნა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ომს, მხარს უჭერს დიპლომატიურ გადაწყვეტას რუსეთსა და უკრაინას შორის უთანხმოების მოსაგვარებლად, რათა დასრულდეს კონფლიქტი“, – აღნიშნა სპიკერმა.

ქანაანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ირანი არასოდეს ყოფილა კონფლიქტის მხარე“.

ამასთან, მან დასძინა, რომ ირანსა და რუსეთს შორის ჩვეული სამხედრო თანამშრომლობა უკრაინაში ომის დაწყებამდეც არსებობდა.

„თანამშრომლობა მიმდინარეობს ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, ეფუძნება საერთაშორისო კანონსა და ნორმებს და არავითარ კავშირში არ არის უკრაინის კრიზისთან“, – განმარტა სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?