განადგურებული პლაჟი და ხელახალი დატბორვის საფრთხე ბათუმში | ოპოზიცია გაფლანგულ მილიონებზე საუბრობს

რა ხდება ბათუმში შტორმის შემდეგ? “მთავარი არხის” კამერამ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია გადაიღო, სადაც შტორმის შედეგად მთლიანადაა დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ტერიტორია ამ დროისთვის დასუფთავებულია, გაწმენდილია საფეხმავლო ბილიკი, თუმცა ამ დროისთვის პლაჟი მთლიანად მიწის მასით არის დაფარული. ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს.
ოპოზიცია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერიას ადგილზე ხელოვნური ნატანი შემოაქვს, უამინდობის დროს ტერიტორიის დატბორვის საფრთხე ისევ არსებობს. მათივე თქმით, ეს რაოდენობა ნაპირის გადამაგრებლად საკმარისი არ არის. ასევე, ოპოზიცია საუბრობს გაფლანგულ მილიონებზეც.
ავტორი: თეა ვაშალომიძე