“ჯერ სუფსას გამოუთხარეს ფსკერი, გაიტანეს ქვა-ღორღი და მეწყრული პროცესები წავიდა… ახლა მიდგნენ მდინარე ნატანებს” | ფერმერების პროტესტი გურიაში

ფერმერების პროტესტი გურიაში – ადგილობრივი ფერმერები ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვებასა და მოსახლეობის მიწების გარეშე დატოვებას აპროტესტებენ.
საუბარია მდინარე ნატანებზე ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაზე. ფერმერები საკუთარი მიწებისა და პლანტაციების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ. ინერტული მასალების მოპოვების შეჩერებას ითხოვენ გარემოსდამცველებიც და სამუშაოს შემსრულებელ კომპანიასა და ხელისუფლებას შორის კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.
“ჯერ სუფსას გამოუთხარეს ფსკერი, ორი წელი იქიდან უკონტროლოდ გაიტანეს ქვა-ღორღი მეწყრული პროცესები წავიდა. ახლა მიდგნენ მდინარე ნატანებს. შარშან 9 თვეში მლნ კუბი გაიტანეს, რამდენიმეთვიანი შეჩერების შემდეგ იმ ლოკაციაზე იგივე ნებართვებით, მოსული არიან და აბსოლუტურად იმხელა პერიმეტრზე არიან მოსულები, ვინ აკონტროლებს მაგათ”, – ამბობს ირმა გორდელაძე.