“ატლეტიკოს” ფეხბურთელმა ჟოაო ფელიქსმა, რომელიც იჯარის წესით “ბარსელონას” ღირსებას იცავს, ერთმანეთს გუნდების სათამაშო სტილი შეადარა.
პორტუგალიელის თქმით, მას “ბლაუგრანაში” თამაში უფრო მოსწონს, რადგან კატალონიური გუნდი უპირატესობას შემტევი სტილის ფეხბურთს ანიჭებს.
“ბარსელონას” სათამაშო სტილი ჩემთვის და ნებისმიერი სხვა ფეხბურთელისთვის უკეთესია, “ატლეტიკოს” ფეხბურთელებს რომ იგივე კითხვა დაუსვათ, იმავე პასუხს მიიღებთ.
თუ სხვანაირად გიპასუხებენ, ესე იგი იტყუებიან. “ატლეტიკოს” მოთამაშეებს შემტევი სტილის ფეხბურთი ურჩევნიათ”, – განაცხადა ფელიქსმა.
შეგახსენებთ, ლა ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში “ბარსელონა” “ატლეტიკოს” მასპინძლობს, შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.