იტალიის კულტურის მინისტრი სკანდალის გამო გადადგა

იტალიის კულტურის მინისტრი ჯენარო სანჯულიანო თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი მის მეგობარ ქალთან დაკავშირებული სკანდალი გახდა.
საუბარია ინფლუენსერ მარია როზალია ბოჩაზე, რომლის დანიშვნასაც სანჯულიანო მრჩევლის პოსტზე აპირებდა.
წელს ეს იტალიის კულტურის სამინისტროში მეორე გახმაურებული სკანდალია. თებერვალში მინისტრის მოადგილე ვიტორიო სგარბი ხელოვნების ნიმუშის მითვისებაში დაადანაშაულეს, რის გამოც მას პოსტის დატოვება მოუხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…