ისრაელმა ჯარისკაცებმა ამერიკელი ქალი მოკლეს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, იუწყებიან თვითმხილველები

ისრაელმა ჯარისკაცებმა ამერიკელი ქალი მოკლეს პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე საპროტესტო აქციის დროს.
ინციდენტი მოხდა 6 სექტემბერს. თვითმხილველების თქმით, ქალს ჯარისკაცებმა ესროლეს იმ დროს, როცა ის მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა მას მერე, რაც შეტაკების შემდეგ ვითარება დამშვიდებული იყო.
ორმა პალესტინელმა ექიმმა განაცხადა, რომ აისენურ ეზგი ეიგის ტყვია თავში მოარტყეს.
-ის მთავრობამ დაადასტურა თავისი მოქალაქის, ეიგის სიკვდილი, მაგრამ არ იტყობინება, რომ ეიგი, რომელიც თურქეთის მოქალაქეც იყო, ს სამხედროებმა მოკლეს.
AP-ის ცნობით, თეთრმა სახლმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა აშშ-ის მოქალაქის მოკვლის გამო და მოუწოდა ისრაელს, გამოიძიოს მომხდარი.