“ნაპოლის” ქომაგები განრისხდნენ – ზელინსკი ახალ გუნდს თითქმის შეუთანხმდა

“ნაპოლის” ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი შესაძლოა სეზონის ბოლოს “ინტერს” უფასოდ შეუერთდეს, ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ნერაძური” პოლონელს 4 წლიან კონტრაქტსა და წელიწადში 4.5 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც ზელინსკისთვის მიმზიდველი წინადადებაა.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან, რამაც “ნაპოლის” ქომაგები გააღიზიანა, ისინი ითხოვენ, რომ პოლონელმა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” “ინტერს” დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება.