პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგები 170 000 ადამიანით გაზარდა

ვალდიმირ პუტინმა ს შეირაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 170 000 ადამიანით გაზარდა.
პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, რუსეთის არმიის რიგები 2 209 130 ადამიანამდე გაიზარდა, აქედან 1 320 000 სამხედრო მოსამსახურეა. აქამდე ჯარის საშტატო რაოდენობა 2 039 758 ადამიანს შეადგენდა.
“რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობის ზრდა ჯარში კონტრაქტით მსახურობის მსურველთა დიდი რაოდენობით არის გამოწვეული. ზრდა ასევე უკავშირდება სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და NATO-გან წამოსული საფრთხეებს”. – ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
თავადაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევისა ზრდა და საყოველთაო მობილიზაცია არ იგეგმება.