ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე – გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთს ესმის, ვისთან აქვს საქმე და რომ მეორე მხარე თავის ვალდებულებებს არღვევს.
„ჩვენ გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე, ხალხი, ვინც არ აფასებს და პატივს არ სცემს სხვა ქვეყნების და ხალხების ინტერესებს. ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, არსებობენ. ისინი ადვილად არღვევენ ყველა ვალდებულებას, ხელმოწერილ დოკუმენტებსაც კი“, – განაცხადა პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, უკრაინასთან მოლაპარაკების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ.
ცნობისთვის, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 3-6 სექტემბერს ვლადივოსტოკში იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლის ადვოკატი – კურტანიძე ხათუნა მიქაცაძეს ფიზიკურად პოლიციის თანდასწრებით გაუსწორდა, ქალს აღენიშნება ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის დაზიანება – ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას!

ლევან მახაშვილი – ვხედავთ თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით – კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი