ზურაბიშვილზე: მისი ლეგიტიმაცია არის ნულოვანი

„სინამდვილეში, არის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პარტნიორების ერთი პატარა ჭანჭიკი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლება რა სცენარებზე ფიქრობს, თუკი მოხდება ისე, რომ  საქართველოს პრეზიდენტი იტყვის, რომ არჩევნები არ არის ლეგიტიმური? პრემიერმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ეს არ არის შესაძლო სცენარი, ეს არის გარანტირებული სცენარი. ამას იტყვის ნამდვილად ეს ადამიანი.  სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი არის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პარტნიორების ერთი პატარა ჭანჭიკი, მეტი ფუნქცია და მეტი დატვირთვა ამ ადამიანს არ აქვს.

მას დიდი ვადა არ აქვს დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ეს იქნება მისი ბოლო დავალება, რომელსაც, რეალურად ვერ შეასრულებს. არავითარი ფასი არ აქვს მის არცერთ სიტყვას. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, უკვე მისი ლეგიტიმაცია არის  – ნულოვანი“, – აცხადებს საქართველოს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა