გლდანში საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს – ასევე დაკავებულია ირაკლი ნადირაძე

გლდანში, საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე („ნაციონალური მოძრაობა“) დააკავეს.
აქამდე, ვრცელდებოდა ცნობები, რომ მის საცხოვრებელთან სახლთან იყო მობილიზებული პოლიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, კი წერდა, რომ პოლიციას დეპუტატი „ტყვედ ჰყავდა“ აყვანილი.
შს სამინისტროს განცხადებით, ეძგვერაძის სახლის მიმდებარედ მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით. თავად დეპუტატი, უწყების განცხადებით, პოლიციას ხელს უშლიდა, რაც გახდა მისი დაკავების მიზეზი.
ეძგვერაძეს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას. ამავე ბრალდებით დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე.