“პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს კობახიძემ” – ბოკუჩავა ეძგვერაძის დაკავებაზე

“ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს მ”, – ასე ეხმაურება ფორმულას ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თინა ბოკუჩავა საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას.
მისი თქმით, რეალურ პრობლემების ნაცვლად, ივანიშვილის გუნდი ოპონენტებს ებრძვის.
“ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი მ. მან დააანონსა სწორედ ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია ისიც, რომ 12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება არის მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურება და დევნა, ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი, ქართული ოცნება ებრძოდეს უმუშევრობას, ებრძოდეს გაჭირვებას, სიღარიბეს, გაზრდილ ფასებს, კლანურ მონოპოლიებს, რომელსაც თავად ისინი ქმნიან, ისინი გამუდმებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
***