ბორჯომში, ხანძარის ჩაქრობას მეხანძრეები ისევ ცდილობენ

მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ბორჯომში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მუშაობს 155 მეხანძრე-მაშველი, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები. უწყების ცნობით, დილიდან პროცესში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენიც.
“რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ხანძარი ბორჯომშ გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა.