ბრაზილიის განვითარების ეროვნული ბანკი ამაზონის ტროპიკული ტყის აღსადგენად, $204 მილიონიან პროგრამას იწყებს

ბრაზილიის განვითარების ეროვნული ბანკი (BNDES), 2030 წლისთვის, განადგურებული ამაზონის ტროპიკული ტყის აღდგენის მიზნით, 204 მილიონი დოლარის ღირებულების აქციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ტყის გაჩეხვის თავიდან აცილება აღარ არის პასუხი კლიმატის კრიზისზე. ჩვენ უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ. მოდით, აღვადგინოთ ტყე. ეს არის ყველაზე იაფი და სწრაფი პასუხი კლიმატის კრიზისზე, რადგან ის იჭერს ნახშირბადს და ინახავს მას.”- თქვა BNDES-ის პრეზიდენტმა ალოიზიო მერკადანტემ.
განადგურებული ტყის ფართობი 60,000 კვადრატულ კილომეტრია.