ბიზნესმენად ქცეული ყოფილი მოსამართლე | ვალერი ცერცვაძისა და მისი ცოლის ქონება და რუსი ბიზნესპარტნიორი

რატომ არ ინტერესდება საქართველოს მთავარი საგამოძიებო უწყება კორუფციული საქმიანობისთვის დასანქცირებული მოსამართლეების ქონებით და საქმიანობით? დასანქცირების შემდეგ კი თითქმის 8 თვეა გასული. შეერთებული შტატების მიერ კორუფციული საქმიანობისთვის დასანქცირებული ყოფილი მოსამართლის ოჯახის ქონებაზე “შაბათის მთავარმა” მოიძია ინფორმაცია. ქონება შთამბეჭდავია, რომლის დიდი ნაწილი ვალერიან ცერცვაძის მეუღლის სახელზეა. ირკვევა, რომ პროფესიით იურისტი და შპს „გრინ ეფლის“ მენეჯერი გვანცა მიქუჭაძე ბოლო ოთხ წელიწადში გახდა არაერთი კომპანიის წილის მფლობელი და რამდენიმეს მმართველი. ს მოქალაქის ბიზნეს პარტნიორობისთვის კი 200 ათასი დოლარიც გადაიხადა და 50 პროცენტის წილის მესაკუთრე გახდა. მხოლოდ ეს არ არის, დასანქცირებული ყოფილი მოსამართლის ოჯახი რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრ არაერთ მიწის ნაკვეთსაც ფლობს.