ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
მონღოლეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი, მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნააგიინ ხურელსუხს შეხვდება და რამდენიმე ოფიციალურ დოკუმენტს ხელს მოაწერს.
ცნობისთვის, მონღოლეთი რომის წესდების მხარეა, ჰააგის სასამართლოს კი ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის შესრულებისკენ და ვლადიმერ პუტინის დაკავებისკენ მოუწოდა.