უკრაინელებმა კიევის თავზე 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და ათამდე ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა კიევს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით, ათამდე ბალისტიკური რაკეტით და დრონებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები! ქალაქში სარაკეტო დარტყმის შედეგად ნამსხვრევები ჩამოვარდა გოლოშეევსკის, სვიატოშინსკის, დნეპრისა და შევჩენკოვსკის რაიონებში. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და არასაცხოვრებელი ფართები დაზიანდა“, – აღნიშნა პოპკომ.
მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და თავდასხმის დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ილიაუნის რექტორი – “ქართულმა ოცნებამ” დღეს ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტს მთელი სხეული, პროგრამების 92% ჩამოაჭრა – პროფესორების გაფართოებულ ჯგუფს შეხვდნენ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები