ესტონეთის პრემიერი მხარს უჭერს ქვეყნიდან იმ პირების დეპორტაციას, ვინც რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს

ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა მხარი დაუჭირა ქვეყნიდან იმ პირების დეპორტაციის შესაძლებლობის განხილვას, ვინც ს მოქალაქეობას მიიღებს.
ამ თემაზე საჯარო დისკუსია ესტონეთში ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო. ქვეყნის შს მინისტრმა ლაურა ლიაენემეცმა განაცხადა, რომ ის ეძებს ამისთვის სამართლებრივ მექანიზმებს. ამის შემდეგ ცენტრისტმა დეპუტატმა ალექსანდრე ჩაპლიგინმა ეჭვქვეშ დააყენა მსგავსი იდეების კანონიერება და იკითხა, იყო თუ არა -ს ხელმძღვანელის პოზიცია მთლიანად ხელისუფლების პოზიცია. ქვეყნის პრემიერმა კი დაადასტურა, რომ ლაენემეცის განცხადება ს მთავრობის ოფიციალურ პოზიციას შეესაბამება.
კალასი აღნიშნავს, რომ თანამედროვე რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი და ესტონეთმა და ევროპის საბჭომ ის აღიარა ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად და იმ პირობებში, როდესაც რუსეთმა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე ხელოვნური მიგრაციული კრიზისის ორგანიზება დაიწყო, ტალინს რისკებს იგნორირება არ შეუძლია.
„თუკი ადამიანი, რომელიც ესტონეთში ცხოვრობდა, გადაწყვეტს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ახლა, როცა რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეს ადამიანი მზად არის შეუერთდეს რუსეთის არმიის რიგებს და იბრძოლოს. უკრაინის წინააღმდეგ მობილიზაციის ფარგლებში, ეს უკვე საფრთხეა ესტონეთის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისი აზრით, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გადაწყვეტილება უნდა იქნას გამოძიებული, როგორც რუსეთის ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერა. კალასის თქმით, ესტონეთის კანონმდებლობაში არის დებულება, რომლის მიხედვითაც გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაუქმდეს, თუ კონკრეტული ადამიანი საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.