დიდთოვლობის გამო, გლაზგოს საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები შეაჩერა | გაუქმდა სარკინიგზო რეისებიც

შოტლანდიაში, გლაზგოს საერთაშორისო აეროპორტმა, დიდთოვლობის გამო ფრენები შეაჩერა. გაუქმდა ზოგიერთი სარკინიგზო რეისიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ ნარინჯისფერი განგაში გამოაცხადა.
ცნობისთვის, დიდთოვლობის გამო, ფრენები შეაჩერა მიუნხენის აეროპორტმაც.