ბელარუსს საერთაშორისო “წითელი ჯვრის” წევრობა შეუჩერეს

ბელარუსს “წითელი ჯვრის” ორგანიზაციის წევრობა შეუჩერდა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს. გადაწყვეტილება “წითელი ჯვრისა” და “წითელი ნახევარმთვარის”საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო.
მიზეზი კი წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდა. ორგანიზაციამ ადგილობრივი ოფისის გენერალური მდივნის, დმიტრი შევცოვის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა ბირთვულ იარაღთან და უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, ასევე ოკუპირებულ დონბასში ვიზიტების გამო.შევცოვი მხარს უჭერდა ს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.