განრისხებულმა ოსიმენმა “ნაპოლის” დირექტორებს წერილი მისწერა – ნიგერიელმა კლუბს ეს შეუთვალა

განრისხებულმა ოსიმენმა “ნაპოლის” დირექტორებს წერილი მისწერა – ნიგერიელმა კლუბს ეს შეუთვალა
L’Equipe-ს ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, რომ ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისა და “ნაპოლიში” დარჩენის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენმა “პარტენოპეის” დირექტორებს წერილი მისწერა.
ნიგერიელმა გუნდის ბოსებს შეუთვალა, რომ “პარტენოპეიში” არაფრის დიდებით აღარ ითამაშებს და მისთვის ეს საკითხი არ განიხილება.
თავის მხრივ, აფრიკელი ფორვარდის გამოყენებას მწვრთნელი ანტონიო კონტეც არ აპირებს. სავარაუდოდ, თუ საუდის არაბეთში ან კატარში მისი ტრანსფერი არ შედგება, (სადაც სატრანსფერო ფანჯარა კიდევ რამდენიმე დღით ღიაა), ოსიმენი იანვრამდე “ნაპოლის” 21-წლამდელთა გუნდში ივარჯიშებს.