ყველაფერი ოფიციალურად დასრულდა – “ნაპოლიმ” ოსიმენი და კიდევ ერთი ფეხბურთელი სერია A-ს განაცხადიდან ამოაგდო

“ნაპოლისა” და ვიქტორ ოსიმენს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა და ყველაფერმა ოფიციალური სახე მიიღო.
“პარტენოპეიმ” დღეს ნიგერიელი ფორვარდი მარიო რუისთან ერთად სერია A-ს განაცხადიდან ამოაგდო.
ინფორმაციისთვის, აფრიკელს ზაფხულში “ნაპოლის” დატოვება და კარიერის გაგრძელება რომელიმე გრანდში უნდოდა, თუმცა ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიკეტა და ახლა რამდენიმე ვარიანტი დარჩა.
ოსიმენი კატარში ან საუდის არაბეთში უნდა გადაბარგდეს, (სადაც სატრანსფერო ფანჯარა კიდევ რამდენიმე დღეა ღია), ან იანვრამდე “პარტენოპეის” 21-წლამდე გუნდში ივარჯიშოს.
– “ნაპოლიმ” ოსიმენი სერია A-ს განაცხადიდან ამოაგდო” style=”height: 50px; width: 50px;” />განრისხებულმა ოსიმენმა “ნაპოლის” დირექტორებს წერილი მისწერა – ნიგერიელმა კლუბს ეს შეუთვალა