თენგიზ შარმანაშვილი – გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა საია-ს ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ – უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები

გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოსწინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში წერს და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ერთ-ერთ ეპიზოდს აქვეყნებს, სადაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი სასამართლოში, გიორგი ბურჯანაძე, აღნიშნულ თემაზე საუბრობენ.
როგორც შარმანაშვილი აცხადებს, „საქართველოს იურისტთა ასოციაციამ“ ქართველი მეომრები უცხოური გრანტის სანაცვლოდ გაყიდა და ამ საქმეში „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილიც იყო ჩართული.
მისივე თქმით, მიუღებელია ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დამბრალებლები სხვას რომ რაიმე რუსულზე დაელაპარაკებიან.
„სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული. ბურჯანაძემ, იმ მტკიცებულებებიდან ეს მომდინარეობდაო! ანა ნაცვლიშვილიც ჩართული იყო ამ საქმეში, უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები. ესენი ვინმეს რამე რუსულზე რომ დაელაპარაკებიან, არ უნდა გადაირიო კაცი?“ – წერს თენგიზ შარმანაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა უკვე ორი დღეა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ