“მე-13 რაიონის მაცხოვრებლები ვართ” | ანაკლიაში, შტორმიდან 5 დღის შემდეგაც ხალხთან ხელისუფლებიდან არავინ მისულა

ანაკლიაში მოსახლეობა სტიქიის შედეგებს ებრძვის. შტორმმა სანაპირო ზოლი მთლიანად გაანადგურა , ეზოები ჩახერგა და მისასვლელი გზა მთლიანად წაიღო. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, თუმცა სტიქიიდან 5 დღის შემდეგ, მათთან ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა და არც ზარალის შეფასებაა დაწყებული.
ადგილობრივების თქმით, მათ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების თხოვნით, თუმცა ეს თხოვნა არავინ გაითვალისწინა.
“ყველაფერი წყალმა წაიღო, გზა ჩვენ არ გვაქვს, პურზე ვერ გავდივართ ვეხვეწებით და კაციშვილი არ მოდის.. გზა გაგვიწმინდეთ თქო ვეუბნებით, თუმცა არ მოდიან და ჩვენ რა ვქნათ ჩვენი ხელებით…” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ავტორი: ემა გოგოხია