ფოთის საკრებულოში “ნაციონალურ მოძრაობის” ფრაქციის ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დარეჯან ცხვიტარია საკრებულოს წევრმა, ანი ჯოჯუამ ჩაანაცვლა.
შეგახსენებთ, გუშინ, 1-ელ დეკემბერს დარეჯან ცხვიტარია ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილე პაატა ჩაგანავამაც.
ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ცხვიტარიას გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს ფრაქციის სხდომაზე მიიღეს, თუმცა ისე, რომ თავად თავმჯდომარე არ გაუფრთხილებიათ
ცხვიტარია აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილთან შეუთანხმებლად ფრაქციის წევრები მათ გადაყენებას ვერ გაბედავდნენ. ბრალდებებს არ ეთანხმება მოქმედი მენეჯმენტი. პარტიაში ამბობენ,რომ გადაწყვეტილება პარტიის სასიკეთოდ იქნა მიღებული.
გადაყენებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცხვიტარიამ ლევან ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვა.