საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა დღეს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ მეორე ამხანაგურ ტესტ-მატჩში სლოვაკეთს უმასპინძლა და მეტოქე 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის 42-ე წუთზე თენგიზ ბებულიშვილმა გახსნა, მეორე გოლი კი მატჩის მიწურულს, 92-ე წუთზე, რევაზ კირვალიძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიტაურის გუნდი ოქტომბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი – სლოვენია, პოლონეთი და სომხეთი იქნებიან. საკვალიფიკაციო ეტაპამდე 17-წლამდელები კიდევ ერთ შეკრებას სექტემბერში გაივლიან, სა
დაც შინ მოლდოვას უმასპინძლებენ. მატჩები 8 და 10 სექტემბერს გაიმართება.
nakrebi.ge