კახა კალაძე – საპატრიარქოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო უნდა გამყარდეს – შეთავაზებები არის მსჯელობის საგანი, ჩვენი მხრიდან არ იქნება არცერთი ნაბიჯი შეთანხმებების გარეშე

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საპატრიარქოს დამოუკიდებლობა. ამაში ორი აზრი არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საპატრიარქოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო უნდა გამყარდეს.
“რაც შეეხება სხვა გადაწყვეტილებებს, შეთავაზებებს, ეს რა თქმა უნდა, არის მსჯელობის საგანი. ჩვენი მხრიდან არ იქნება, არცერთი ნაბიჯი გადადგმული შეთანხმებების გარეშე.
თქვენ იცით, რომ სეკულარიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ხელს შევუწყობთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ, გავამაგრებთ”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო