“გახარია-აქუბარდიას პარტიები ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ…” – კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფების საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართული ოცნება დამოუკიდებლად წარსდგება არჩევნებზე.
„ეს არის უპრინციპო ადამიანების ქმედება. შეიძლება დიდი სურვილიც არ აქვთ გაერთიანებისა და გადაჯგუფების, მაგრამ ამას ავალებენ. მაგალითად, გახარია-აქუბარდიას პარტიები გაერთიანებით ერთმანეთს რა პლუსს მოუტანენ, არ ვიცი. უბრალოდ სასაცილოა. ან თუნდაც ხაზარაძე-ელისაშვილის გაერთიანება. ერთი მეორეს თაღლითს ეძახდა, ხალხის გაუბედურებაში ადანაშაულებდა. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ხელჩართულ ჩხუბამდე ცოტა დააკლდათ. დღეს, ხელიხელგადახვეულები არიან. ხომ წარმოგიდგენიათ რა ადამიანებთან გვაქვს საქმე. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს, სწორ ანალიზს აკეთებს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ არჩევნებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო