სახდეპი: 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არ დასჯილან

5 ივლისის მოვლენები და ამ დრომდე დაუსჯელი მოძალადეები – -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშში სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია განხილული. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ორგანიზატორებს, მათ შორის არც ალტ-ინფოს 2022 წელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
ცნობისთვის, დღეს სწორედ 5 ივლისის ძალადობის მსხვერპლის, ლექსო ლაშქარავას დაბადების დღეა. ის 40 წლის გახდებოდა. მისი გარდაცვალებიდან უკვე ორი წელია გასული, თუმცა უფლებადამცველები გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ ამ დრომდე ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან. “ტვ პირველის” ოპერატორი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად პრორუსული დაჯგუფების სამიზნე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გახდა. მირანდას და ლექსოს თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, რა დროსაც ლაშქარავას სასტიკად სცემეს. მიყენებული დაქანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

იხილეთ:
· “საქართველომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ” | სახდეპის ანგარიში