ისრაელმა ლიბანში სარაკეტო გამშვებებს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ ს მოიერიშე თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ რამდენიმე სარაკეტო გამშვებს დაარტყეს.
ერთ-ერთი დარტყმის შედეგად, გამშვებიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაფრინდა. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ერთმა რაკეტამ საზღვარი გადაკვეთა და მიგდალ ტეფენის ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს ღია ტერიტორიას დაარტყა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ