რუსეთის მთავრობამ მოსკოვსა და სოხუმს შორის ორმაგი დაბეგვრის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტები დაამტკიცა

“აპსადგილ ინფოს” ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საკანონმდებლო საქმიანობის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა კანონპროექტი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ, რომელსაც ხელი 7 მაისს სოხუმში მოეწერა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.
დგინდება ერთიანი გადასახადი შემოსავლის წყაროსთვის დივიდენდებისა და როიალტის სახით, 10 %-ის ოდენობით. საპროცენტო შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრის გადასახადისგან გათავისუფლებას. შესაბამისად, ასეთ პროცენტებზე გადასახადები შევა იმ სახელმწიფოს ბიუჯეტში, რომელმაც უზრუნველყო სახსრები.
ხელშეკრულებები ასევე ითვალისწინებენ დეველოპერების გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისგან ქვეყანაში [დე ფაქტო], სადაც მშენებლობა მიმდინარეობს 18 თვის საშეღავათო პერიოდით, რომლის დროსაც ერთი ქვეყნის კომპანიის საქმიანობა მეორის ტერიტორიაზე არ გამოიწვევს მუდმივი წარმომადგენლობის აუცილებლას. ამ საშეღავათო პერიოდში, გადასახადების გადახდა მხოლოდ რეზიდენციის ქვეყანაში.
შეთანხმების რატიფიცირება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შედგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ