“ყველანი მიყვარხართ! 17 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდები” – ილია თოფურია

17 თებერვალს, ილია თოფურია ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ქამრისთვის შეხვდება. “მატადორმა” საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:
“დღეს, პირველ დეკემბერს, ოფიციალურად იწყება მოსამზადებელი პერიოდი, რომელზეც ბავშობიდან ვოცნებობდი.
სულ მალე ეს ოცნება ახდება! უკან რომ ვიხედები და ვიხსენებ რაც გამოვიარე აქამდე მოვსასვლელად, მადლიერებით ვივსები. მადლობა უფალს იმ ძალისთვის, რომელიც არასოდეს მტოვებდა და მუდამ მეხმარებოდა წინააღმდეგობების დაძლევაში.
ახლა იწყება მაქსიმალური კონცენტრაციის პერიოდი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს უპირობო მხარდაჭერისთვის!
ყველანი მიყვარხართ!
17 თებერვალს მსოფლიო ჩემპიონი გავხდები!” – წერს ილია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში