დმიტრო კულება მოკავშირეებს – რუსეთის რეაქციის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ არ გვეშინია, არაფრის გვეშინია, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ის, რაც გვჭირდება – ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, უკრაინის მთავარი პრობლემა ს ფედერაციასთან დაპირისპირებაში არის მოკავშირეების შიში სთვის მხარდაჭერის გაზრდის გამო შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, ომს დიდი რესურსი, ფინანსები, ძალისხმევა და აღჭურვილობა სჭირდება.
”მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემები ყოველთვის ხალხის თავში იწყება. რუსეთის შემოჭრის დაწყებისთანავე ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ს შეექმნა ის იყო, რომ ჩვენი მოკავშირეების გადაწყვეტილების მიღებაში ესკალაციის შიში დომინირებდა. შეიძლება ეს არ იცოდეთ, მაგრამ ახალი ტიპის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინის ყველა მოთხოვნა, თავდაპირველად, უარს აწყდებოდა“, – განაცხადა კულებამ.
მისი მტკიცებით, მოკავშირეებს რომ ესკალაციის შიშით არ ეხელმძღვანელათ, უკრაინას ბევრად უკეთესი მდგომარეობა ექნებოდა და ბევრად ადრე შეძლებდა საჭირო იარაღის მოპოვებას.
მისი თქმით, ომის გახანგრძლივებამ ზარალი გამოიწვია და უარყოფითი გავლენა იქონია უკრაინის ეკონომიკაზე.
„რუსეთის რეაქციის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ არ გვეშინია, არაფრის არ გვეშინია, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ის, რაც გვჭირდება – ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში
და შემდეგ წავიკითხავთ ისტორიის სახელმძღვანელოებს იმის შესახებ, თუ როგორ მივიღეთ გადაწყვეტილებები ერთად“, – დასძინა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ